სამხედრო ვერტმფრენი სახლის სახურავს დაეცა

სავარაუდოდ პილოტები დაიღუპნენ

904109
სამხედრო ვერტმფრენი სახლის სახურავს დაეცა

 

იაპონიის საინფორმაციო სააგენტო კიოდო იტყობინება, რომ ქვეყნის სამხრეთ დასავლეთში მდებარე საგას რეგიონის კანზაკის დასახლების დაწყებითი სკოლის მახლობლად მდებარე სახლის სახურავზე სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა და საბედნიეროდ ამ დროს სახლში არავინ იმყოფებოდა რა, მას ხანძარი გაუჩნდა. ამავე ცნობით ვერტმფრენში ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა და მათი ბედის შესახებ ჯერ ჯერობით რაიმე ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა, ვარაუდობენ, რომ ორივე მათგანი დაიღუპა. ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე გაიხსნა, ხოლო ქვეყნის პრემიერმა შინზო აბემ რეგიონის უსაფრთხოების კონტროლისთვის 12 ვერტმფრენი გააგზავნა



მსგავსი ინფორმაციები