ქურთი ტერორისტების მხარდამჭერები თურქებს გერმანიაშიც ესხმიან თავს

მათ დააზიანეს თურქის ავტომობილი

902848
ქურთი ტერორისტების მხარდამჭერები თურქებს გერმანიაშიც ესხმიან თავს

 

ქურთული ტერ ორგანიზაცია PYD/PKK-ს მხარდამჭერებმა გუშინ ანტი თურქული გამოსვლა მოაწყვეს გერმანიის ქალაქ სალზგიტერ-ლებენსტეტში და ამ დროს მათი თავდასხმის ობიექტი გახდა ერთი თურქი ოჯახი, რომელიც საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა.

“დაახლოებით 600-მდე PYD/PKK-ს მომხრეს მონაწილეობით ქალაქის ცენტრში გამართული მსვლელობის დროს ისინი ხელკეტებით დაესხნენ თავს ავტომობილს, რომელშიც თურქ დედ-მამასთან ერთად მათი ბავშვებიც ისხდნენ და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს ავტომობილს. ადგილზე მისულმა პოლიციამ თურქები იხსნა დემონსტრანტების რისხვისგან და უვნებლად გაიყვანა ისინი, რის შემდეგაც ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე გაიხსნა“, აღნიშნულია გერმანიიდან მიღებულ ინფორმაციაში



მსგავსი ინფორმაციები