ტრაგედია ღაზაში

გაზის ბალონის აფეთქებას 7 კაცი ემსხვერპლა

902270
ტრაგედია ღაზაში

 

ღაზას სექტორში პალესტინის ჯანმრთელობის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ეშრეფ ალ-კუდრამ განაცხადა, რომ ქალაქ ღაზის ცენტრში მდებარე საბრას უბანში ნახევრად დანგრეულ ბინაში სამზარეულოს გაზის ბალონის აფეთქების შედეგად 7 კაცი დაიღუპა, 20 დაშავდა. ღაზის უშიშროების ძალებიდან განაცხადეს, რომ ისედაც ნაწილობრივ ჩამოქცეულ შენობაში ამ აფეთქების შემდეგ მისი დანარჩენი ნაწილიც ჩამოიქცა და ზოგიერთი დაღუპულის გვამი ნანგრევებიდან გამოიყვანეს



მსგავსი ინფორმაციები