მორიგი ტრაგედია ხმელთაშუა ზღვაში

90 მიგრანტი დაიხრჩო

902363
მორიგი ტრაგედია ხმელთაშუა ზღვაში

 

90 პაკისტანელი მიგრანტი დაიხრჩო

ლიბიის ღია წყლებში ნავის ჩაძირვის შედეგად 90 პაკისტანელი მიგრანტი დაიღუპა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) იტყობინება, რომ ლიბიის წყლებში ნავის გადაყირავების შედეგად  სიცოცხლე დაკარგა დაახლოებით 90-მდე უცხოეთში თავშესაფრის მაძიებელმა პაკისტანელმა.

ამავე ცნობით მაშველებმა მხოლოდ სამი მიგრანტის გადარჩენა შესძლეს.

მიმდინარე წლის ამ ერთი თვის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში დაღუპულ მიგრანტთა რიცხვმა 246-ს მიაღწია, ხოლო ევროპაში შესული მიგრანტების რაოდენობა 6624-მდე ავიდა



მსგავსი ინფორმაციები