ქურთი ტერორისტები საზღვარგარეთაც არ ისვენებენ

მათ ციურიხში თურქეთის საკონსულოს მანქანის დაწვა სცადეს

900147
ქურთი ტერორისტები საზღვარგარეთაც არ ისვენებენ

 

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მოქმედი თურქეთის გენერალური საკონსულოს სამომსახურეო ავტომაქანის დაწვის მცდელობა  გამოიჩინეს უცნობმა პირებმა.

მთავარი კონსულის ასიე ნურჯან იფექჩის მხრიდან გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ  დღეს დილის საათებში, ორმა უცნობმა პირმა თურქეთის საკონსულოს კუთვნილი სამომსახურეო ავტომანქანის დაწვა სცადა, მაგრამ, მათი ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა და მას რაიმე ზარალი ან მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ამავე ცნობით, ეს არის თურქეთის ციურიხის საკონსულოზე ბოლო 1 წლის განმავლობაში განხორციელებული რიგით მესამე თავდასხმა და სამწუხაროდ წინა 2 თავდასხმის დამნაშავენიც კი ჯერ არ გამოვლენილან.

“ვიდეო კამერების გამოკვლევით დგინდება, რომ თავდამსხმელები ჯერ ერთი თურქეთის პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის საწინააღმდეგო ლოზუნგებს გაჰყვირიან, ხოლო მეორეს მხრივ მათი მხრიდან საკონსულოს კედლებზე შეფრქვეული საღებავების ფერებიც ქურთული ტერ ორგანიზაცია PKK-ას ლოგოს ფერებია და ამიტომ ძლიერი ეჭვი ჩნდება, რომ თავდამსხმელები პკკ-ას წევრები იყვნენ“,, აღნიშნულია კონსულის განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები