აშშ-მა გააუქმა აკრძალვა 11 ქვეყნის ლტოლვილს

აკრძალვა გაუქმდა, მაგრამ ხსენებული ქვეყნებიდან ლტოლვილების შესვლაში უფრო გამკაცრდა უსაფრთხოების ზომები

899758
აშშ-მა გააუქმა აკრძალვა 11 ქვეყნის ლტოლვილს

აშშ-მა გააუქმა 11 ქვეყნის ლტოლვილებისთვის დაწესებული აკრძალვა.

ოფიციალურად არ გამოცხადებულა რომელია ეს 11 სახელმწიფო, თუმცა, ცნობილია, რომ ეს ქვეყნები არიან ირანი, ერაყი, სირია, სომალი, ლიბია, მალი, ეგვიპტე, სუდანი, სამხრეთ სუდანი, იემენი და ჩრდილოეთ კორეა.

უშიშროების სამინისტროს განცხადებით, აკრძალვა გაუქმდა, მაგრამ ხსენებული ქვეყნებიდან ლტოლვილების შესვლაში უფრო გამკაცრდა უსაფრთხოების ზომები.

აშშ-მა ხსენებული კანონის ამოქმედება, უსაფრთხოების მიზნით, დაიწყო ჯერ კიდევ ოქტომბერში, რადგან, ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, მკაცრი კრიტიკის საბაბად იყო ქცეული განსაკუთრებით იმ ქვეყნებზე დაწესებული სანქციები, სადაც მოსახლეობის უმეტესობას მუსლიმანები წარმოადგენდნენ.  


საკვანძო სიტყვები: #აშშ-ი , #აკრძალვა , #გაუქმება , #ლტოლვილი

მსგავსი ინფორმაციები