შვედეთში PKK/PYD-ს მხარდამჭერების თავდასხმები

ტერ-ორგანიზაცია PKK/PYD-ს მხარდამჭერები განაგრძობენ ევროპის რიგ რეგიონებსა და ქალაქებში თურქებზე თავდასხმებს

899388
შვედეთში  PKK/PYD-ს მხარდამჭერების თავდასხმები

ტერ-ორგანიზაცია PKK/PYD-ს მხარდამჭერები განაგრძობენ ევროპის რიგ რეგიონებსა და ქალაქებში  თურქების საცხოვრებელ ადგილებსა და მეჩეთებზე თავდასხმებს. უკანასკნელი თავდასხმა, რომელეზეც თვალს ხუჭავენ ევროპელი პოლიციელები, განხორციელდა შვედეთში.

PKK/PYD-ს მხარდამჭერებმა თავდასხმა განახორციელეს ევროპელ თურქ დემოკრატთა კავშირის (UETD), ორგანიზაციის შვედეთის სტოკჰოლმის შენობაზე. თავდასხმა მოხდა „ზეთისხილის რტოს ოპერაციის“ მონაწილე სამხედროებისთვის გათვალისწინებული „ფეთიჰის ლოცვის“ პროგრამის წინ. შენობის კედლებზე დაიწერა ტერ-ორგანიზაციის ლოზუნგები. ევროპელ თურქ დემოკრატთა კავშირის (UETD) განყოფილების თავჯდომარის სერჰათ ფირათ ბარანის განცხადებით,  PKK-ს მხარდამჭერების  თავდასხმის მიზანი იყო  პროგრამისთვის შეფერხების შექმნა.  



მსგავსი ინფორმაციები