ტრამპის და ტერეზას შეხვედრა დავოსში
ტრამპი შეეხო ორ სახელმწიფოს შორის არსებულ მტკიცე ურთიერთობებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ინგლისის პრემიერმა ტერეზა მეიმ, შეხვედრა ჩაატარეს დავოსში, 48-ე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.
შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ტრამპი შეეხო ორ სახელმწიფოს შორის არსებულ მტკიცე ურთიერთობებს და თქვა:-„თქვენ რომ რამე გაგიჭირდეთ გვერდში ამოგიდგებით და თქვენთვის ვიბრძოლებთ, ორ სახელმწიფოს შორის ვაჭრობა დამდეგ წლებში უფრო გაიზრდება. ეს პროცესი ახლა, ჩვენი საუბრისას უკვე დაწყებულიცაა“-თქვა ტრამპმა.
ტერეზა მეიმ კი აღნიშნა, რომ „ინგლისსა და აშშ-ს შორის ეს განსაკუთრებული ურთიერთობა შემდეგშიც გაგრძელდება. მხარი-მხარს იქნება ეს ორი ქვეყანა, იმიტომ, რომ მსოფლიოში ერთი და იგივე პრობლემებს ვუპირისპირდებით. როგორც თქვენც აღნიშნეთ, ამ პრობლემების მოწესრიგებისთვის ერთად ვმუშაობთ“.
მეიმ ასევე გამოთქვა იმედი, რომ ინგლისს და აშშ-ს შორის შეიქმნება ორივე სახელმწიფოს სასარგებლოდ უფრო უკეთესი სავაჭრო ურთიერთობა.
მსგავსი ინფორმაციები

კამალა ჰარის-ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
კამალა ჰარის-ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა