კრემენჩუკთან სასწავლო ვერტმფრენი ჩამოვარდა
დაიღუპა 4 კაცი
897472
უკრაინის პოლტავის რეგიონის საგანგებო სამსახურის პრეს სპიკერმა სვეტლანა რიბალკომ პრესისათვის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ კერძო კომპანიის კუთვნილი Mi-8 ტიპის ვერტმფრენი ქალაქ კრემენჩუკის მახლობლად საღამოს საათებში, სასწავლო ფრენის განხორციელების დროს ჩამოვარდა, რის შედეგადაც ვერტმფრენის ბორტზე მყოფი ოთხივე კაცი დაიღუპა. მისივე თქმით, კატასტროფის მიზეზები ჯერ ჯერობით უცნობია და მას გამოძიება დაადგენს