ვანკუვერის სამიტი დასრულდა

მასზე ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საკითხი განიხილეს

890005
ვანკუვერის სამიტი დასრულდა

 

კანადის ქალაქი ვანკუვერი კორეის ნახევარკუნძულის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამიტს მასპინძლობდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მრავალი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, მათ შორის თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუტ ჩავუშოღლუც.

მისი დასრულების შემდეგ ერთობლივი პრეს კონფერენცია გამართეს ამ ფორუმის ინიციატორებმა, კანადის და აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა კრისტია ფრეელანდმა და რექს ტილერსონმა რა, ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ  მისი ქვეყანა არ მიიღებს ისეთ დედამიწას, რომელშიც ჩრდილოეთ კორეას ბირთვული ძალა ექნება, ამიტომაც სანამ იონგის რეჟიმი არ დაიწყებს ბირთვული პროგრამის დემონტაჟს, მანამდის გააგრძელებენ მის წინააღმდეგ სანქციებს. “აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის პირდაპირი მოლაპარაკებები ჯერ ჯერობით შორს არის, თანაც, პროდუქტიული მოლაპარაკებები მოითხოვს სანდო პარტნიორს, სამწუხაროდ ჩრდილოეთ კორეამ ჯერ კიდევ არ გამოავლინა თავი როგორც სანდო პარტნიორი", განაცხადა ტილერსონმა.

კანადელი დიპლომატის თქმით, მისი ქვეყანა მატერიალურ დახმარებას აღმოუჩენს ამერიკას ფხენიანის წინააღმდეგ მიმართულ პროგრამაში რა, მის ფარგლებში უკვე 3 მილიონ დოლარზე მეტი ფულადი ტრანსფერი გააკეთა. მისივე აზრით, გაეროს სანქციები ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევამდე  

 



მსგავსი ინფორმაციები