ნაზარბაევი ტრამპს შეხვდა

ნაზარბაევი ტრამპს შეხვდა

890520
ნაზარბაევი ტრამპს შეხვდა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა თავის ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპთან შეხვედრა გამართა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ნაზარბაევმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით აშშ-სთან ერთად რუსეთი და ჩინეთიც მნიშვნელოვანი ფაქტორები არიან. მან ასევე, ავღანეთის სტაბილურობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ ქვეყანაში ტერ ორგანიზაციების გასაწმენდად ვაშინგტონის მთავრობასთან ერთად მუშაობენ. ყაზახეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციის დროს ისიც აღნიშნა, რომ ერთ დროს ბირთვულ იარაღს თვითონაც ფლობდნენ მაგრამ, მასზე ნებაყოფლობითი უარი თქვეს. პრესკონფერენციის დროს ტრამპმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ყაზახეთის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა: „ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ის და თალიბების წინააღმდეგ ბრძოლაში ლოგისტიკური მხარდაჭერისათვის პრეზიდენტ, ნაზარბაევის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს მივესალმები. ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების პროცესში ყაზახეთის დიპლომატიურ მისიას დიდი მნიშვნელობა აქვს.“



მსგავსი ინფორმაციები