ხიდის ჩამონგრევას 9 მუშა ემსხვერპლა

8 დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს

889279
ხიდის ჩამონგრევას 9 მუშა ემსხვერპლა

 

კოლუმბიის სტიქიური უბედურებისა და რისკების მართვის ასოციაციის განცხადებით, ამ ქვეყნის დედაქალაქ ბოგოტას და ქალაქ ვილლავიჩენჩიოს დამაკავშირებელ გზატკეცილზე მშენებარე ჩირაჯარას ხიდი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 მუშა დაიღუპა, 8 კი დაშავდა და ისინი ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

სავარაუდოდ, ჩამონგრეული ხიდის ქვეშ შეიძლება კიდევ იყვნენ მუშები, ამიტომაც ადგილზე მუშაობენ საძიებო და სამაშველო ეკიპაჟები.

ადგილობრივი პრესა იუწყება, რომ ხიდი, რომლის სიგრძეც დაახლოებით 446 მეტრია და რომლის მშენებლობაც უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, ჩამონგრევის შედეგად მასზე მომუშავე ადამიანები დაახლოებით 280 მეტრის სიღრმის ხევში ჩავარდნენ



მსგავსი ინფორმაციები