შვილების მძევლად ამყვანი მშობლები დააპატიმრეს

ზოგიერთი ბავშვები საწოლებზე მიჯაჭვულები იყვნენ

889645
შვილების მძევლად ამყვანი მშობლები დააპატიმრეს

 

აშშ-ს კალიფორნიის შტატში, 13 შვილის საკუთარ სახლში მძევლად ამყვანი  მშობლები დააკავეს.

ადგილობრივი მედიის თანახმად, პოლიციის თანამშრომლებმა ქალაქ პერრისში მდებარე ერთ სახლში, მშობლების მხრიდან მძევლად აყვანილი 13 და-ძმა აღმოაჩინეს და ამ ბავშვებიდან ზოგიერთები საწოლებზე ჯაჭვებით ყოფილან დაბმულნი.  

ამ ბავშვების ასაკი ორიდან 29 წლამდე მერყეობს და მათი მშობლები, 57 წლის მამა, დავით ალენ ტურპინი და 49 წლის დედა, ლუიზა ანნა ტურპინი დააპატიმრეს.

ამავე ცნობით, საკუთარი მშობლების მხრიდან აყვანილი 13 და-ძმიდან ერთ ერთმა, 17 წლის გოგონამ  სახლში არსებული მობილურიდან პოლიციისათვის დარეკვა შესძლო, რის შემდეგაც ხსენებულ სახლზე სპეცოპერაცია მოეწყო.

პოლიციის განცხადებით, ის ბავშვები, რომლებიც ლოგინებზე მიჯაჭვულები იყვნენ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყვნენ და ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. 

გამოძიება გაარკვევს, თუ მშობლებს რატომ ჰყავდათ მძევლად აყვანილი და გამოკეტილი საკუთარი ბავშვები



მსგავსი ინფორმაციები