ში ძიანპინგი დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა

განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და კორეის საკითხები

889406
ში ძიანპინგი დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა

 

ჩინეთის სახელმწიფო ტელეარხი CCTV იტყობინება, რომ ამ ქვეყნის პრეზიდენტ ში ძიანპინგსა და მის ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც ძირითადი ყურადღება ორმხრივ სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებთან ერთად, კორეის ნახევარკუნძულზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს დაუთმეს.

ძიანპინგმა საუბარში განაცხადა, რომ ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროში ჩინეთისა და აშშ-ს ბიზნეს-კავშირმა ორ ქვეყანას კონკრეტული სარგებელი მოუტანა და ამიტომ საჭიროა, რომ მხარეებს შორის ურთიერთობები განავითარონ ჯანსაღი და სტაბილური ფორმით, ხოლო ამის პარალელურად გააძლიერონ ჩინეთსა და აშშ-ს შეიარაღებულ ძალებს შორის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა, გაზარდონ, წაახალისონ  და ხელი შეუწყონ ჰუმანიტარულ, რეგიონალურ და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში აქტიური ურთიერთთანამშრომლობანი. იგი კორეის ნახევარკუნძულზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და  რეგიონს ბირთვული განიარაღებისკენ მოუწოდა.

ტრამპმა კი განაცხადა, რომ სურს გააძლიეროს ჩინეთთან კონტაქტები, გააუმჯობესოს ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა. ტრამპის თქმითვე, პეკინის ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კორეის ნახევარკუნძულის საკითხში და ამასთან დაკავშირებით ჩინეთთან კომუნიკაციისა და კოორდინაციის გაძლიერება სურს



მსგავსი ინფორმაციები