მაიკლ პენსი ახლო აღმოსავლური ტურისათვის ემზადება

იგი ეგვიპტეს, იორდანიას და ისრაელს ეწვევა

884700
მაიკლ პენსი ახლო აღმოსავლური ტურისათვის ემზადება

 

თეთრი სახლიდან გავრცელებული წერილობითი განცხადებით, ამ ქვეყნის ვიცეპრეზიდენტი მაიკლ პენსი 20-23 იანვარს შორის ახლო აღმოსავლეთში იმოგზაურებს და მის ფარგლებში ეგვიპტეს, იორდანიას და ისრაელს ეწვევა.

ამავე ინფორმაციით, პირველ შეხვედრას ამერიკელ სტუმარს 20 იანვარს ეგვიპტის პრეზიდენტი აბდულფეტტაჰ ელ სისი მოუწყობს, 21 იანვარს იორდანიაში გადავა და მეფე აბდულლაჰ მეორეს შეხვდება, ხოლო რაც შეეხება ისრაელში ვიზიტს, აქ მას ჯერ პრეზიდენტი როუვენ რივლინი, შემდეგ პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მიიღებს, რის დასრულების შემდეგ პენსი სიტყვით გამოვა ქვეყნის პარლამენტში-კნესეტში.

ამერიკის ვიცეპრეზიდენტის ეს ვიზიტი ადრე იყო დაგეგმილი, მაგრამ, ტრამპის მხრიდან დეკემბერში იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ამღიარებელი გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ იგი გადავადებულ იქნა.

ვაშინგტონისადმი პროტესტის ნიშნად პალესტინამ პენსის ვიზიტზე უარი განაცხადა



მსგავსი ინფორმაციები