ცვლილებები ინგლისის მთავრობაში

ხუთმა მინისტრმა პორტფელები შეინარჩუნეს

884250
ცვლილებები ინგლისის მთავრობაში

ინგლისის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ მორიგი ცვლილებები განახორციელა კაბინეტში და ძველი მთავრობიდან მხოლოდ ხუთმა მინისტრმა შეინარჩუნა პორტფელი, რომელთა შორის არიან ფინანსთა მინისტრი ფილიპ ჰამონდი, საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი, შინაგან საქმეთა მინისტრი ამბერ რუდი, ბრექსიტის მინისტრი დავიდ დევისი და თავდაცვის მინისტრი გავინ უილიამსონი. სამი მინისტრი კი მეიმ გასულ წელს შეცვალა.

ახალ კაბინეტში სახელმწიფო მინისტრის პორტფელი ბრანდონ ლევის, საზოგადოებრივ და ადგილობრივ საქმეთა სამინისტროს პორტფელი კი საჟიდ ჯავიდის ერგოთ.

ჯანდაცვის მინისტრი ჯერემი ჰუნტი ამიერიდან სოციალურ საქმეთა მინისტრის მოვალეობასაც შეასრულებს, კარენ ბრედლი კი ჩრდილოეთ ირლანდიის მინისტრი გახდა.

მეის განცხადებით მთავრობაში ცვლილებებს მომავალშიც გააგრძელებს

 



მსგავსი ინფორმაციები