მაკრონმა აშშ, ისრაელი და საუდის არაბეთი გააკრიტიკა

მაკრონმა აშშ, ისრაელი და საუდის არაბეთი გააკრიტიკა

881455
მაკრონმა აშშ, ისრაელი და საუდის არაბეთი გააკრიტიკა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აშშ-ს, ისრაელის და საუდის არაბეთის ირანთან მიმართებაში გაკეთებული განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ  ასეთმა დამოკიდებულებამ  შეიძლება ისინი, ირანთან ომამდე მიიყვანოს. მან ამის შესახებ ელისეს სასახლეში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით საერთაშორისო საზოგადოებამ ირანზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს, მაგრამ მოლაპარაკებები არ უნდა შეწყდეს.  „მრავალმხრივი მოკავშირე აშშ-ს, ისრაელის და საუდის არაბეთის ამდაგვარი განცხადებების გაკეთება აბსოლუტურად გასაგებია,  ამგვარმა ასეთმა დამოკიდებულებამ შეიძლება ირანთან ომამდე მიგვიყვანოს“, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ირანში გასული წლის 28 დეკემბერს უმუშევრობის და პროდუქტების გაძვირების გასაპროტესტებლად  დაწყებული აქციები მალე მრავალ ქალაქში გავრცელდა და  ანტისამთავრობო დემონსტრაციებში გადაიზარდა. აქციების დაწყებიდან დღემდე 24 ადამიანი დაიღუპა ათასზე მეტი აქციის მონაწილე დაკავებულ იქნა. მეორეს მხრივ გუშინ, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელმა, გენერალმა მოჰამმედ ალი ჯაფერიმ სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ანტისამთავრობო აქციები დასრულდა.



მსგავსი ინფორმაციები