ამერიკა ნიგერიას საბრძოლო თვითმფრინავებს ჰყიდის

აღნიშნული საბრძოლო თვითმფრინავების საფასური 593 მილიონი დოლარი გახლავთ

877772
ამერიკა ნიგერიას საბრძოლო თვითმფრინავებს ჰყიდის

აშშ-მა ტერ ორგანიზაცია, ბოკო არამის წინააღმდეგ საბრძოლველად, ნიგერიაზე 12 საბრძოლო თვითმფრინავის მიყიდვის შეთანხმება დაამტკიცა. ამის შესახებ, ამერიკის გადაწყვეტილება, ნიგერიის საჰაერო ძალების სამმართველოს  ნიგერიაში, აშშ-ს ელჩმა, სტიუარტი სიმონტონიმ გადასცა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით ამერიკა ნიგერიას 12 ცალ A-29 Super Tucano ტიპის თავდასხმის საბრძოლო თვითმფრინავებს მიჰყიდის, რომელიც ბოკო არამის და სხვა უსაფრთხოების აღსაკვეთ ოპერაციებში იქნებიან გამოყენებული. ნიგერიის საჰაერო ძალებისგან გავრცელებული ინფორმაციით, კი აღნიშნული საბრძოლო თვითმფრინავების საფასური 593 მილიონი დოლარი გახლავთ. თვითმფრინავები ნიგერიას მომავალი წლის თებერვლის თვის ბოლოსათვის გადაეცემა.



მსგავსი ინფორმაციები