სამშვიდობო შეთანხმება ლიბიაში

ტავერგის მოსახლეობა, თებერვალში დაუბრუნდება თავიანთ სახლებს

876873
სამშვიდობო შეთანხმება ლიბიაში

ლიბიაში, კადდაფის რეჟიმისთვის მხარდაჭერის ბრალდებით ეგვიპტის რევოლუციონერების მხრიდან, 7 წლის წინ, საცხოვრებელი ადგილებიდან  გადასახლებული ტავერგის მოსახლეობა, თებერვალში დაუბრუნდება თავიანთ სახლებს.  

ეროვნული შერიგების მთავრობის პრეზიდენტის საბჭოს (UMH) თავჯდომარის ფეიზ ეს სარრაჯის განცხადებით, მისრატას და ტავერგას მუნიციპალიტეტის მეჯლისებს შორის ივნისში ხელმოწერილი და ეროვნული შერიგების მთავრობის პრეზიდენტის საბჭოს მხრიდან დამტკიცებული შეთანხმების თანახმად, 7 წლის წინ თავიანთი სახლებიდან აყრილი ტავერგელები, თებერვლის თვის დასაწყისში დაუბრუნდებიან სახლებს.

სერრაჯმა ასევე მოითხოვა, დაახლოებით 40 ათასი ტავერგელისთვის, სახელმწიფოსთან დაკავშირებული უსაფრთხოების და მომსახურების ორგანიზაციების დახმარებით შეიქმნას შესაფერისი უსაფრთხოების ატმოსფერო. ღირსეული ცხოვრებისთვის დაკმაყოფილებულ იქნას  მათი ძირითადი მოთხოვნები.

ტავერგელი ხალხის საკუთარ სახლებში დაბრუნების შეთანხმებას, ტავერგის და მისრატას მუნიციპალიტეტების მეჯლისებს შორის ხელი მოეწერა ივნისში და დამტკიცდა ეროვნული შერიგების მთავრობის პრეზიდენტის საბჭოს მხრიდან.



მსგავსი ინფორმაციები