ომანში ვერტმფრენი ჩამოვარდა

დაიღუპა 1, დაშავდა 2 კაცი

875832
ომანში ვერტმფრენი ჩამოვარდა

ომანიდან მიღებული ცნობებით, ქალაქ ელ-მუსანნეაში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 1 კაცი დაიღუპა, 2 პილოტი კი დაშავდა.

ომანი-ს ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ONA- ს ცნობით, ამ ქვეყნის საჰაერო ძალების კუთვნილი NH90 ტიპის ვერტმფრენი, გუშინ საღამოს ელ მუსანნეას საჰაერო სამხედრო ბაზაზე რუტინული საწვრთნელი ფრენის დროს ჩამოვარდა.

ამავე ცნობით ჯერ ჯერობით დაუდგენელია ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზები და მას გამოძიება დაადგენს



მსგავსი ინფორმაციები