ნავალნიმ საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა წარადგინა

ნასამართლეობის გამო კანონი კრძალავს მის კანდიდატობას

874943
ნავალნიმ საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა წარადგინა

 

რუსეთის ოპოზიციის აქტივისტი და "ანტიკორუფციული ფონდის" დამფუძნებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ოპონენტად მიიჩნევა, მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა წარადგინა.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნავალნის, კორუფციული ბრალდებისა და საპატიმრო სასჯელის მოხდის გამო, რუსეთის მოქმედი კანონებით არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში და ამიტომ მისი კანდიდატურის დაშვებისათვის ნავალნიმ პირდაპირ რუსეთის საარჩევნო კომისიას მიმართა რა, ამ დროს მას თან ახლდა 700-მდე მხარდამჭერი.

"ვლადიმერ პუტინი ამის მერე აღარ უნდა იყოს პრეზიდენტი და ამ არჩევნებში ჩვენ შესაბამის მესიჯს გავუგზავნით და მზად ვართ გამარჯვებისათვის", განაცხადა მან აქ წარმოთქმულ სიტყვაში.

ნავალნის 2014 წელს თაღლითობაში დასდეს ბრალი და ამის გამო სასჯელიც მოიხადა.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეზიდენტმა ელა პამფილოვმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის ნასამართლეობის გამო არ შეუძლია გახდეს პრეზიდენტობის კანდიდატი.

უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, რუსეთის ყველაზე დიდი ოპოზიციონერი გახდება თუ არა პრეზიდენტობის კანდიდატი



მსგავსი ინფორმაციები