მერკელ-პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

განიხილეს აღმოსავლეთ უკრაინის საკითხი

873447
მერკელ-პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

გერმანიის მთავრობის პრეს სპიკერის, სტეფენ სეიბერტის წერილობითი განცხადების მიხედვით, ამ ქვეყნის კანცლერი ანგელა მერკელი ტელეფონით დაუკავშირდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და ძირითადი ყურადღება აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ მდგომარეობასთან ერთად, მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხს დაუთმეს.

ამავე განცხადებით, მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით სამთა შორის მიღწეული მორატორიუმის მიმართ და იმედი გამოთქვეს, რომ ეს დროებითი შეთანხმება გრძელვადიან მორატორიუმში გადაიზრდება.

"კანცლერმა და რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვეს, რომ ორივე მხრიდან დაკავებულთა რაც შეიძლება სწრაფი გაცვლა, მინსკის შეთანხმების განხორციელების მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. მათვე მხარი დაუჭირეს ეუთოს დამკვირვებლებისადმი დახმარების აღმოჩენის მიზნით, კონფლიქტის ზონაში შექმნილ შერეულ საკონტროლო-საკოორდინაციო ცენტრში რუსი და უკრაინელი სამხედროების პირისპირ შეხვედრებს და აღნიშნეს, რომ ამ ცენტრის ფუნქციონირება აუცილებლად უნდა გაგრძელდეს", ხაზგასმულია სეიბერტის განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები