ისრაელმა ჰამასის სამხედრო ფრთის 3 პოზიცია დაბომბა

ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა, ღაზაში ჰამასის სამხედრო ფრთის იზედინ ალ კასამის ბრიგადების 3 პოზიცია დაბომბეს

870315
ისრაელმა ჰამასის სამხედრო ფრთის 3 პოზიცია დაბომბა

ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა, ღაზაში ჰამასის სამხედრო ფრთის იზედინ ალ კასამის ბრიგადების 3 პოზიცია დაბომბეს.

პალესტინის უშიშროების სამსახურის წყაროების ცნობით, ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა ღაზის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ალ ბაჰრიეს, აშკელონისა და ალ ვაჰას სახელით ცნობილ სამი პუნქტზე საჰაერო იერიში მიიტანეს. იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ისრაელის პოლიციის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ღაზიდან გასროლილი ორი რაკეტიდან ერთი აშკელონის რეგიონში ჩამოვარდა და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.


საკვანძო სიტყვები: #ისრაელი , #ჰამასი , #პოზიცია , #ღაზა

მსგავსი ინფორმაციები