ინგლისელი დიპლომატი ბეირუთში მკვდარი იპოვეს

ინგლისელი დიპლომატი ბეირუთში მკვდარი იპოვეს

870416
ინგლისელი დიპლომატი ბეირუთში მკვდარი იპოვეს

ბეირუთში ინგლისის საელჩოს თანამშრომელი, რებეკა დაიკი ლიბანის ერთ-ერთი გზატკეცილის მახლობლად მოკლული იპოვეს. ლიბანის პოლიციის სამმართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათმა პოლიციის ეკიპაჟმა ბეირუთის ჩრდილოეთით, მენთის რეგიონში გზატკეცილის მახლობლად ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. მათივე თქმით, ვინაობა დაუდგენელ ცხედარს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა, რის შემდეგადაც დადგინდა მისი ვინაობა. იგი, ინგლისელი დიპლომატი 30 წლის, რებეკა დაიკი გახლდათ. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მომხდარის გამოსაკვლევად ლიბანელ კოლეგებთან მუდმივ კავშირშია. ლიბანის მედიის ინფორმაციით, დეიკის სხეულზე მრავალმხრივი ძალადობის ნიშნები აღენიშნება. რებეკა დაიკი ადრე, ერაყის და ლიბიის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მუშაობდა და მიმდინარე წლის იანვრის თვიდან, ლიბანში იქნა გადაყვანილი.

 



მსგავსი ინფორმაციები