იერუსალიმის სტატუსის საკითხი გაეროს უს-ში გაიტანება
შედგენილი კანონპროექტით ტრამპის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ითხოვება

გაერო-ს უშიშროების საბჭო, თურქეთის ინიციატივით და მონაწილეობით შედგენილ და წარდგენილ იმ კანონპროექტს განიხილავს, რომელიც იერუსალიმის სტატუსის შესახებ არსებული გაეროს 478 ნომრიანი რეზოლუციის პროექტის ცალმხრივად ცვლილების წინააღმდეგ გამოდის
ანკარის მონაწილეობით შედგენილ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ აშშ-ს მხრიდან ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების გადაწყვეტილება გაეროს რეზოლუციას ეწინააღმდეგება, აქედან გამომდინარე იგი უკანონოა და მისი ბათილად ცნობა ითხოვება
თურქეთის მონაწილეობით მომზადებულ ამ კანონპროექტს გაეროს უშიშროების საბჭოში ეგვიპტე წარადგენს და მასში ასევე ხაზგასმულია, რომ იერუსალიმის სტატუსის ცალმხრივად შეცვლა მიუღებელია და მხოლოდ ორივე მხარის, ისრაელის და პალესტინის მოლაპარაკებების გზით შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ მხრივ გადადგმული ყველანაირი ნაბიჯი კანონ საწინააღმდეგო და ძალადაკარგული იქნება რა, მისი ბათილად ცნობისათვის შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.
თურქეთის მონაწილეობით შედგენილი ხსენებული კანონპროექტის უშიშროების საბჭოში განხილვას დიდი ალბათობით ამერიკა ვეტოს დაადებს და ამიტომ თურქეთი და მისი მხარდამჭერი ქვეყნები ამ კანონ პროექტის გაეროს გენერალურ სესიაზე გატანას შეეცდებიან
ისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმის 1967 წლის 5 ივნისს დაიპყრო და 1980 წელს მან აღმოსავლეთ და დასავლეთ იერუსალიმი ისრაელის ერთიან დედაქალაქად გამოაცხადა. თუმცა, იმავე წელს გაეროს უშიშროების საბჭომ 478 ნომრიანი რეზოლუციით ისრაელის ეს დადგენილება ბათილად სცნო რა, მას შემდეგ მთელი მსოფლიო, მათ შორის ამერიკაც, აღმოსავლეთ იერუსალიმს ისრაელის ოკუპაციის ქვეშ აღიარებს და ამიტომ ყველა ქვეყნის საელჩო ტელ ავივში მდებარეობს
მსგავსი ინფორმაციები

უკრაინის პრეზიდენტი იაპონიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიის პრემიერ-მინისტრს კიშიდა ფუმიოს შეხვდა.