თალიბების მორიგი თავდასხმა პოლიციის განყოფილებაზე
თავდასხმის შედეგად მრავალი პოლოციელი დაიღუპა
870059

ავღანეთის სამხრეთით, ჰელმანდის პროვინციაში თალიბების მიერ ერთ-ერთ პოლიციის განყოფილებაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად წინასწარი მონაცემებით 11 პოლიციელი დაიღუპა. ჰელმანდის პროვინციის გუბერნიიდან გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 11 პოლიციელი დაიღუპა, 8 ადამიანი კი დაშავდა. თავდასხმის დროს მომხდარი შეტაკებების შედეგად თალიბების ბოევიკებიც იქნენ მოკლული.