კატარი დიალოგისთვის მზადაა

კატარი დიალოგისთვის მზადაა

869847
კატარი დიალოგისთვის მზადაა

კატარის პრემიერმინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, შეიხ აბდულლაჰ ბინ ნასერ ბინ ჰალიფე ალ სანიმ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მათი ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანი არ მიადგება, კრიზისის მოსაგვარებლად სპარსეთის ყურის ქვეყნებთან არსებული კრიზისის მოსაგვარებლად დიალოგისთვის მზად არიან. მან ამის შესახებ 18 დეკემბრის ეროვნული დღესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა. ალ სანიმ ასევე მათ მიმართ წამოყენებული ბრალდება, იმის თაობაზე, რომ თითქოს და ტერორიზმს უჭერდნენ მხარს უარჰყო და კატარის ბლოკადაში მოქცევის მსურველი ქვეყნები დაადანაშაულა. ალ სანიმ  ასევე აღნიშნა, რომ იმ ბლოკადით რაც კატარის მიმართ განხორციელდა, მიზანი მათი დამორჩილება გახლდათ რა, მათ ამას ვერ მიაღწიეს. „კრიზისის წარმოქმნიდან დღემდე ჩვენი დამოკიდებულება არ შეცვლილა. ჩვენ დიალოგისთვის მზად ვართ, მაგრამ ერთი პირობით, თუ ჩვენ სუვერენიტეტს და შიდა პოლიტიკას არ შეეხებიან,“ განაცხადა ალ სანიმ.



მსგავსი ინფორმაციები