ტრამპმა 2018 წლის თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 692,1 მილიარდი დოლარის მოცულობის 2018 წლის თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი დაამტკიცა

867171
ტრამპმა 2018 წლის თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 692,1 მილიარდი დოლარის მოცულობის 2018 წლის თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი დაამტკიცა.

ტრამპმა, წარმომადგენელთა პალატასა და სენატში გასული თავდაცვის ბიუჯეტის კანონს ხელი თეთრ სახლში გამართულ ცერემონიაზე მოაწერა.  

ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ ვიცეპრეზიდენტი მაიკ სპეისი, თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მატისი, გენშტაბის მეთაური არმიის გენერალი ჯოზეფ დანფორდი და წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული სამსახურების კომიტეტის თავმჯდომარე, ტეხასის წარმომადგენელი მეკ ტორნბერი.

კანონი პენტაგონისთვის მთლიანობაში 692,1 მილიარდი დოლარის ფონდს გამოყოფს, საიდანაც 62,4 მილიარდი დოლარი საბაზო ბიუჯეტია, 65,7 მილიარდი დოლარი კი შესაძლო საგარეო ოპერაციების ფონდს წარმოადგენს.

კანონი სამხედრო პერსონალის ხელფასების 2,4%-ით, სამხედროების რაოდენობის დაახლოებით 20 ათასით გაზრდას ითვალისწინებს.

ბიუჯეტში სარაკეტო თავდაცვის საჭიროებისათვის 4,4 მილიარდი დოლარი, ბირთვული შეიარაღების საქმიანობისათვის 10,37 მილიარდი დოლარია გამოყოფილი.

ავღანეთში ოპერაციებისათვის ხარჯების, თვითმფრინავების, გემებისა და სხვა აღჭურვილობის შესყიდვებში სერიოზული ზრდა არის გათვალისწინებული.   



მსგავსი ინფორმაციები