პოლონეთს ახალი პრემიერი ჰყავს

ბეტა სზიდლოს ნაცვლად, მატეუზ მორავიეკი დაინიშნა

866689
პოლონეთს ახალი პრემიერი ჰყავს

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ, გასულ კვირას გადამდგარი პრემიერმინისტრის,  ბეტა სზიდლოს ნაცვლად, მატეუზ მორავიეკი დანიშნა.

ახალმა პრემიერ-მინისტრმა და კაბინეტის წევრებმა ფიცის ცერემონია დაასრულეს თუ არა, მოვალეობის შესრულებას შეუდგნენ.

მორავიეკმა მისი წინამორბედი ბეტა სზიდლო თავის პირველ მოადგილედ დანიშნა და სხვა რაიმე ცვლილება კაბინეტში არ განუხორციელებია.

ახალი პრემიერი ფინანსთა და განვითარების მინისტრის მოვალეობასაც შეასრულებს.

ახლა, ახალმა მთავრობამ ნდობა უნდა მოიპოვოს პოლონეთის პარლამენტში და ამ მიზნით კენჭისყრა ხვალ გაიმართება



მსგავსი ინფორმაციები