კიევის სასამართლომ სააკაშვილი გაათავისუფლა

მოსამართლემ არ მიიღო შინა პატიმრობაზე აყვანის მოთხოვნა

866609
კიევის სასამართლომ სააკაშვილი გაათავისუფლა

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩატარებულ სასამართლო პროცესზე გაათავისუფლეს.

პარასკევს დაპატიმრებული სააკაშვილი სასამართლოზე სამმა ადვოკატმა დაიცვა.

მოსამართლემ არ მიიღო პროკურატურის მხრიდან მისი შინა პატიმრობაზე აყვანის მოთხოვნა და დარბაზიდანვე გაათავისუფლა, ხოლო მოტივირებულ განაჩენს კი 14 დეკემბერს გამოაცხადებენ.  

სააკაშვილს ბრალად ედება უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოზოშენკოს დამხობის მიზნით პრორუს უკრაინელ ბიზნესმენებთან თანამშრომლობაში და დანაშაულებრივი ორგანიზაციისადმი მხარდაჭერაში.

სასამართლო დარბაზიდან გამოსულ სააკაშვილს მისი მხარდამჭერები დახვდნენ



მსგავსი ინფორმაციები