არაბთა ლიგამ იერუსალიმის საკითხი განიხილა

“ტრამპის გადაწყვეტილება ბათილად უნდა იქნას ცნობილი“

865049
არაბთა ლიგამ იერუსალიმის საკითხი განიხილა

 

არაბთა ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოუწოდეს შეერთებულ შტატებს, გააუქმოს გადაწყვეტილება, რომელიც იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად აღიარებს.

იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით, არაბთა ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, პალესტინისა და იორდანიის მოთხოვნით გუშინ, რიგგარეშე შეხვედრა ჩაატარეს  ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში და მისი დასრულების კვალდაკვალ 16 მუხლიანი დეკლარაცია გამოაქვეყნეს.

"აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლისა და გაერთიანებული ერების რეზოლუციების უხეში დარღვევაა, აქედან გამომდინარე იგი ბათილად უნდა იქნას ცნობილი და არ უნდა ჰქონდეს რაიმე სავალდებულო იურიდიული ძალა", აღნიშნულია ამ დეკლარაციაში.

არაბთა ლიგა ამავე დეკლარაციაში გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს,  ოფიციალურმა ვაშინგტონმა მიიღოს ისეთი დადგენილება, რომელიც ტრამპის მხრიდან მიღებულ იერუსალიმის გადაწყვეტილებას უკანონოდ სცნობს, ხოლო მის საწინააღმდეგოდ საერთაშორისო თანამეგობრობას კი სთხოვენ, იერუსალიმი აღიარონ პალესტინის დედაქალაქად.  



მსგავსი ინფორმაციები