პალესტინამ აშშ-სთან სამშვიდობო მოლაპარაკების წარმოება შეაჩერა

პალესტინამ აშშ-სთან სამშვიდობო მოლაპარაკების წარმოება შეაჩერა

864746
პალესტინამ  აშშ-სთან სამშვიდობო მოლაპარაკების წარმოება შეაჩერა

პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციამ (PLO) განაცხადა, რომ აშშ-სთან პალესტინა-ისრაელის სამშვიდობო მოლაპარაკებები იერუსალიმთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებამდე შეაჩერეს. აღნიშნულის შესახებ განცხადება ორგანიზაციის გენერალურმა  მდივანმა, საიბ ურექატიმ სოციალური ქსელის მეშვეობით გააკეთა. „თუ რომელიმე პალესტინელი სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით ამერიკის მხარესთან მოლაპარკებას გამართავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ტრამპის გადაწყვეტილებას ეთანხმება. ამიტომ სანამ, აშშ, იერუსალიმთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას არ გააუქმებს, სამშვიდობო მოლაპარაკება არ შედგება,“ ნათქვამია საიბ ურექატის განცხადებაში.  მან ადრე, ტრამპის იერუსალიმთან დაკავშირებით  მიღებულ გადაწყვეტილებას ასე გამოეხმაურა: „აშშ-მ ამ გადაწყვეტილებით სამშვიდობო მოლაპარაკებებში თავისი როლი დაასრულა.“ აშშ-ს პრეზიდენტ, დონალდ  ტრამპმა თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენციის დრსო 1980 წელს  გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული №478 კანონის დარღვევით, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს, თელავივში მყოფი მათი საელჩოს, იერუსალიმში გადატანის განკარგულებაც გასცა.



მსგავსი ინფორმაციები