იერუსალიმთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები მსოფლიო მასშტაბით გრძელდება

იერუსალიმთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები მსოფლიო მასშტაბით გრძელდება

864871
იერუსალიმთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები მსოფლიო მასშტაბით გრძელდება

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების საწინააღმდეგო აქციები მსოფლიოს მასშტაბით გრძელდება. გუშინ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში პარასკევის (ჯუმა) ნამაზის ლოცვის შემდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ტრამპის ეს გადაწყვეტილება დაგმეს. გერმანიაში აშშ-ს საელჩოს წინ გამართულ აქციას თურქული არასამთავრობო ორგანიზაციებიც შეუერთდნენ. ტრამპის გადაწყვეტილება ასევე აშშ-შიც გააპროტესტეს. ნიუ იორკში გამართულ საპროტესტო აქციაზე პალესტინის მხარდაჭერის ლოზუნგები გაისმა.  ამ საკითხთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები ასევე, ინგლისის დედაქალაქ ლონდონში, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურში, ინდონეზიაში, ბანგლადეშში, ირანში, პაკისტანში, ავღანეთში, მაკედონიაში და სხვა ქვეყნებშიც გაიმართა.



მსგავსი ინფორმაციები