პუტინი ეგვიპტეს ორშაბათს ეწვევა

მას ოფიციალურ მიღებს მოუწყობს ელ-სისი

864121
პუტინი ეგვიპტეს ორშაბათს ეწვევა

კრემლის განცხადებით, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 11 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ეგვიპტეს და ამ ქვეყნის პრეზიდენტ აბდულფეტტაჰ ელ-სისისთან პირისპირი შეხვედრის დროს, რომელიც კაიროში შესდგება, განიხილავენ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში ურთიერთობების გაზრდა-გაფართოების საკითხებს.

გარდა ამისა ლიდერები ასევე განიხილავენ ისეთ თემებსაც, რომლებიც საერთაშორისო დღის წესრიგში დგანან, კერძოდ კი, ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე სტაბილურობისა და უსაფრთხოების მოვლენებს.

როგორც ცნობილია, გასულ თვეში სინას ნახევარკუნძულის ეგვიპტის კუთვნილ ტერიტორიაზე მოქმედ ერთ-ერთ მეჩეთზე დეაშელების მხრიდან შეიარაღებულ თავდასხმას 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოუგუ ამ თავდასხმის კვალდაკვალ კაიროს ეწვია და სისისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ეგვიპტეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში



მსგავსი ინფორმაციები