რომის პაპიც შეშფოთებულია “იერუსალიმის“ სტატუსით

ფრანსისკამ ყველას მოუწოდა, პატივი სცენ ქალაქის სტატუსს

862487
რომის პაპიც შეშფოთებულია “იერუსალიმის“ სტატუსით

კათოლიკეების სულიერი ლიდერი და რომის პაპი ფრანსისკა ამბობს, რომ ღრმად შეშფოთებულია აშშ-ს სურვილით, იერუსალიმი აღიაროს  ისრაელის დედაქალაქად.

"ახლა ჩემი აზრები იერუსალიმის მიმართ არის განწყობილი, ამ ბოლო დღეებში წარმოქმნილი სიტუაციის გამო ძალზედ შეშფოთებული ვარ და მის წინაშე უხმოდ ვერ გავჩერდები", - განაცხადა პაპმა და ყველას მოუწოდა, პატივი სცენ ქალაქის სტატუსს, რომელიც განსაზღვრულია გაეროს რეზოლუციის შესაბამისად.

მისივე თქმით, მხოლოდ იერუსალიმია მთელს მსოფლიოში ერთადერთი წმინდა ქალაქი როგორც იუდეველების, ასევე ქრისტიანებისა და მუსლიმებისთვისაც და რომ იგი ამ სამივე რელიგიისათვის სათაყვანებელ ადგილს წარმოადგენს რა, სწორედ მარტო ამის გამოც კი მშვიდობის საკითში განსაკუთრებული ადგილი უნდა ეჭიროს.

“ჩვენი სამყარო უკვე გლობალურ განზომილებაშიც დაძაბულობის მდგომარეობაშია,  ამიტომაც მე ვლოცულობ და ღმერთს ვთხოვ, წმინდა მიწებზეც, ახლო აღმოსავლეთშიც და მთელ მსოფლიოში გაიმარჯვოს  სიბრძნემ და მშვიდობამ", განაცხადა რომის პაპმა.

ამ დროს, როგორც განაცხადა იტალიის საინფორმაციო სააგენტო  ANSA-სთან საუბარში ვატიკანის ოფიციალურმა პრეს წარმომადგენელმა გრეგ ბურკემ,  დღეს დილის საათებში პაპს სატელეფონო საუბარი ჰქონდა პალესტინის სახელმწიფო ლიდერ მაჰმუდ აბასისთან.



მსგავსი ინფორმაციები