სისი პუტინს ტელეფონით ესაუბრა
განიხილეს აქტუალური საკითხები

ეგვიპტის პრეზიდენტი აბდულფეტტაჰ ეს-სისი ტელეფონით დაუკავშირდა რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს.
ეგვიპტის პრეზიდენტის პრეს სამსახურიდან გავრცელებული წერილობითი განცხადებით, ორი ქვეყნის ლიდერებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები, რეგიონში სტაბილურობის აღდგენისადმი მიმართული ერთობლივი ძალისხმევები და არსებული კრიზისების პოლიტიკური გზებით მოგვარების საკითხები.
ამავე განცხადებით, ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის მრავალ სფეროში, განსაკუთრებით სამხედრო და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების დიდი მნიშვნელობები.
“პუტინი სისის მხარდაჭერას შეჰპირდა ისრაელ-პალესტინის შერიგების მცდელობაშიც და ანტიტერორისტულ ბრძოლაშიც“, აღნიშნულია ეგვიპტის პრეზიდენტის პრეს სამსახურიდან გავრცელებული წერილობითი განცხადებაში
მსგავსი ინფორმაციები

განაში ყოველ საათში ერთი ადამიანი იღუპება ჰიგიენასთან დაკავშირებული დაავადებით
განაში ყოველ საათში ერთი ადამიანი იღუპება ჰიგიენასთან დაკავშირებული დაავადებით