ჯიმ მატისიმ ახლო აღმოსავლეთის ტურნე ეგვიპტიდან დაიწყო

ჯიმ მატისიმ ახლო აღმოსავლეთის ტურნე ეგვიპტიდან დაიწყო

860215
ჯიმ მატისიმ  ახლო აღმოსავლეთის ტურნე ეგვიპტიდან დაიწყო

აშშ-ს  თავდაცვის მდივანმა,  ჯიმ მატისიმ ხუთ დღიანი ახლო აღმოსავლეთის ტურნე ეგვიპტიდან დაიწყო. მან ეგვიპტეში ქვეყნის პრეზიდენტ აბდულფეთთაჰ ელ-სისის შეხვდა. ეგვიპტის პრეზიდენტის პრესცენტრიდან გავრცელებული წერილობითი განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე ტერორიზმის, რადიკალიზმის, რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებთან ერთად ეგვიპტე-აშშ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობის საკითხები იქნა განხილული. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მატისი და სისი ტერორის გასანადგურებლად საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაზე  შეთანხმდნენ. ისინი  ასევე,  ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობის პოლიტიკური გზით მოგვარების მომხრენი არიან. ჯიმ მატისიმ  ეგვიპტეში ყოფნის დროს ასევე თავის კოლეგა, სიდქი სუნჰისაც შეხვდა და ორი ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობა განიხილეს. მატისი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში ეგვიპტის შემდეგ იორდანიაში ჩავიდა რა,  ქუვეითს და პაკისტანსაც  ეწვევა.



მსგავსი ინფორმაციები