ხორვატი გენერლის თვითმკვლელობის საქმეს იძიებენ

მის სისხლში კალიუმის ციანიდი აღმოაჩინეს

859846
ხორვატი გენერლის თვითმკვლელობის საქმეს იძიებენ

ჰოლადიის პროკურატურამ (OM) განაცხადა, რომ სასამართლო პროცესის დროს თვითმკვლელობის მიზნით შხამის დამლევი ყოფილი ხორვატი  გენერლის, სლობოდან პრალიაკის სისხლში დიდი ოდენობით კალიუმის ციანიდი აღმოაჩინეს.

ხსენებულმა პროკურატურამ გამოაქვეყნა პირველადი დასკვნები ყოფილი ხორვატი გენერლის, სლობოდან პრალიაკის თვითმკვლელობის გამოძიების პროცესის ფარგლებში და აღნიშნა, რომ მის სისხლში კალიუმის ციანიდის კონცენტრაცია დააფიქსირეს და სავარაუდოდ, სწორედ მისი მოქმედებით გამოწვეული გულის უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა იგი.

ამავე პროკურატურის განცხადებით, გამოძიება გრძელდება და საბოლოო დასკვნას მისი დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებენ.



მსგავსი ინფორმაციები