ლავროვი რომში გამოვიდა
მან სირიაში შექმნილი ვითარება შეაფასა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სიტყვით გამოვიდა რომში მიმდინარე "MED 2017-ხმელთაშუაზღვისპირეთის დიალოგის“ მესამე ფორუმზე და შეფასება მისცა რა, რუსეთ-თურქეთ-ირანის სირიის სამშვიდობო ინიციატივებს და ასტანის პროცესს, თქვა, რომ სირიაში დაძაბულობის შემცირების მიზნით იდენტიფიცირებული რეგიონების მიმართ სიფრთხილით უნდა იყვნენ განწყობილნი, რათა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არ დაიშალოს და ცალკეულ ნაწილებად არ დაიყოს.
მისივე თქმით, ასტანას პროცესმა გაერო თამაშგარე მდგომარეობაში არ დატოვა და ამჟამად რუსეთს სურს, რომ სირიაში, გაეროს მანდატის ქვეშ, ახალი კონსტიტუცია შეიქმნას და ამასთან მისივე ზედამხედველობით ამ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებიც ჩატარდეს.
რუსი დიპლომატი ირანსა და საუდის არაბეთს შორის წარმოქმნილ დაძაბულობასაც შეეხო და თქვა, რომ მათ ეს პრობლემა დიალოგის გზით უნდა მოაგვარონ და მოსკოვიც მზად არის დაეხმაროს მათ დიალოგის დაწყებაში.
ირან-დასავლეთს შორის ხელმოწერილ ბირთვულ შეთანხმებაზე საუბრისას ლავროვმა თქვა, რომ იგი უკვე საერთაშორისო სამართლის ნაწილია და ამიტომ ყველა მხარემ უნდა დაიცვას და შეასრულოს მისით გათვალისწინებული ვალდებულებები