შეტაკება სამხრეთ სუდანში

შეტაკება სამხრეთ სუდანში

857233
შეტაკება სამხრეთ სუდანში

სამხრეთ სუდანის, ჟონგლეის პროვინციაში, შეიარაღებული პირუტყვის გამტაცებლებმა და მომთაბარე ტომებს თავს დაესხნენ რის შედეგადაც წინასწარი მონაცემებით 40 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა. თავდამსხმელებმა ასევე მრავალი ბავშვები და ქალებიც გაიტაცეს. ჟონგლეის პროვინციის ინფორმაციის მინისტრის, იაკობ აქეჩ დენგდიტის განცხადებით, მეზობელი ბომას პროვინციიდან ერთ-ერთმა  შეიარაღებულმა დაჯგუფებამ მათი რაინის მომთაბარე ტომს დაესხა, რა დროსაც,  მომხდარის შეტაკების შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა 19 კი დაშავდა. მისივე თქმით თავდამსხმელებმა ასევე ათასზე მეტი პირუტყვიც გაიტაცეს. იაკობ აქეჩ დენგდიტმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა რომ მთავრობა ქვეყანაში მშვიდობის დასამყარებლად ყველაფერს აკეთებს, ბომას პროვინციის ყაჩაღები დაძაბულობის  შექმნას მაინც აგრძელებენ. ჟონგლეის და ბომას პროვინციებს შორის დაძაბულობამ თავი მიმდინარე წლის მაისი თვეში იჩინა თავი. პირუტყვის და ბავშვების გამტაცებლები დაჯგუფებების ასეთი  ქმედებები მომთაბარე ტომებს შორის ერთგვარ სისხლის აღების საბაბად  იქცა. ქვეყნის პრეზიდენტმა,  სალვა კირიმ კი ტომებს შორის მიმდინარე შეტაკებების აღსაკვეთად გარკვეულ პროვინციებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მთავრობის მიერ მიღებული ზომების მიუხედავად მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე სამხრეთ სუდანში ტომებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად 500-მდე ადამიანი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები