კერიმ სენსაციური განცხადება გაავრცელა

“ისრაელი და ეგვიპტე აშშ-ს ირანზე თავდასხმას აძალებდნენ“

857851
კერიმ სენსაციური განცხადება გაავრცელა

 

აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი სიტყვით გამოვიდა ვაშინგტონში მოწყობილ ფორუმზე და თქვა, რომ 2015 წელს, ირანსა და დასავლეთს შორის ბირთვული შეთანხმების ხელმოწერამდის, ისრაელი და ეგვიპტე ობამას ადმინისტრაციას, ირანის დაბომბვას აძალებდნენ. მისივე თქმით, იმ პერიოდში რამდენიმე მეფე და სახელმწიფოც ერთადერთ გამოსავლად ირანის დაბომბვას მიიჩნევდნენ, ხოლო ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კი აშშ-ს ირანზე თავდასხმისათვის აქეზებდა. “ჩვენ ვიცოდით, რომ ვაშინგტონის მხრიდან ირანზე თავდასხმის შემთხვევაში, ეს წამქეზებელი ქვეყნები შემოგვიბრუნდებოდნენ და  საერთაშორისო საზოგადოებრიობის თვალწინ ახლა ჩვენს კრიტიკას და დაგმობას დაიწყებდნენ, ამიტომაც უარი ვთქვით და არ წამოვეგეთ მათ მიერ დაგებულ ხაფანგს“, ხაზგასმით აღნიშნა კერიმ. მანვე კიდევ ერთხელ დაიცვა ირან-დასავლეთს შორის ხელმოწერილი ბირთვული გარიგება და თქვა, რომ ეს არის ამერიკისათვის ყველაზე საუკეთესო გარიგება     



მსგავსი ინფორმაციები