ტამბოვში ვერტმფრენი ჩამოვარდა
დაიღუპა 2 კაცი
856494
რუსეთიდან მიღებული ცნობებით, ტამბოვის ოლქში 1 კერძო ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 2 კაცი დაიღუპა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვერტმფრენის ნამსხვრევები ტამბოვის ოლქის შინოვის რაიონიდან ერთი კილომეტრის დაშორებით აღმოაჩინეს და მის ბორტზე მყოფი პილოტი და 1 მგზავრი შემთხვევის ადგილზე უკვე დაღუპულები იყვნენ.
ამავე განცხადებით, ვერტმფრენი გუშინ საღამოს გაფრინდა და ცოტა ხნის შემდეგ მასთან კავშირი შეწყდა.