ქოლერას ეპიდემია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

ქოლერას ეპიდემია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

857013
ქოლერას ეპიდემია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ქოლერას ეპიდემიის შედეგად ერთი კვირის განმავლობაში 53 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციით,  13-19 ნოემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით 2000-მდე ქოლერას შემთხვევები დაფიქსირდა რა, ამათგან 53 ადამიანი უკვე დაიღუპა. აღნიშნული ეპიდემია კონგოში პირველად მიმდინარე წლის დასაწყისში დაფიქსირდა და დღემდე 970 ადამიანი დაიღუპა. საკითხთან დაკავშირებით გაერომაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ეპიდემია, რომელიც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ყოველწლიურად, პერიოდულად იჩენს თავს, უკვე მნიშვნელოვან პრობლემად გადაიქცა. „ექიმები საზღვრებს გარეშე“ ორგანიზაციამ კი ამ ქვეყანაში ჩატარებული კვლევების შედეგად დაადგინეს, რომ ეპიდემიის გამომწვევი  მიზეზი,  არასაკმარისი ჰიგიენა და  დაბინძურებული წყლის გამოყენება გახლავთ.



მსგავსი ინფორმაციები