ნეთანიაჰუ ირანს კიდევ ერთხელ დაემუქრა

“არ დავუშვებთ ირანის სამხედრო იარაღის სირიაში განლაგებას“

853944
ნეთანიაჰუ ირანს კიდევ ერთხელ დაემუქრა

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სიტყვით გამოვიდა ისრაელის დამაარსებლის, დავიდ ბენ გურიონის გარდაცვალების 44-ე წლისთავისადმი დასავლეთ იერუსალიმში მოწყობილ ცერემონიაზე და თქვა, რომ  დაარტყამენ ყველა იმას, ვინებიც სამიზნედ ისრაელს აირჩევენ და გაანადგურებენ ყველას, ვინებიც ებრაელებს ხელახლა გენოციდის საფრთხის წინაშე დააყენებენ. მანვე განაახლა მუქარა ირანისადმი და აღნიშნა, რომ არ დაუშვებენ მისი მხრიდან ბირთვული იარაღის დამზადებასაც და ირანული სამხედრო იარაღის სირიაში განლაგებასაც. მისივე თქმით, ტელ ავივი აგრძელებს არაბულ ქვეყნებთან კულისურ თანამშრომლობას, რომელიც ძალზედ ეფექტურად მიმდინარეობს და ამიტომ კმაყოფილია რა ამ თანამშრომლობით, მას მომავალშიც გააგრძელებენ. “ირანის ქმედებების გაზრდა სირიაში ისრაელისათვის წითელი ხაზს წარმოადგენს", განაცხადა ნეთანიაჰუმ.  



მსგავსი ინფორმაციები