დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

854588
დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ეგვიპტეში, სინას ნახევარკუნძულზე მდებარე მეჩეთზე მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა.

ქალაქ არიშის დასავლეთით მდებარე ბირ ალ აბედში, ალ რავდაჰის მეჩეთზე ტერაქტი პარასკევის ლოცვის დროს მოხდა.

თვითმხილველთა თქმით, 4 მანქანით მისულმა ტერორისტებმა მეჩეთს მობი ესროლეს, რის შემდეგაც ცეცხლის გახსნეს.

ტერორისტების სამიზნე აღმოჩნდა ასევე რეგიონში მისლი სასწრაფო დახმარების მანქანებიც.

ტერაქტის შედეგად ასევე დაშავდა 80-ზე მეტი ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ტერაქტის დროს მეჩეთში ბევრი სამხედრო იმყოფებოდა.

ტერაქტის გამო ეგვიპტეში სამ დღიანი გლოვა გამოცხადდა.

მომხდარს, თურქეთმა  უკვე გამოეხმაურა. ვიცეპრემიერმა,  ბექირ ბოზდაღმა სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში ფაქტი დაგმო რა, ეგვიპტელი ხალხის მწუხარება გაიზიარა და ქვეყნის მთავრობას თანადგომა გამოუცხადა.

ეგვიპტეში მომხდარ ტერაქტს ასევე  თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუდ ჩავუშოღლუმაც  „Twitter“-ით გაკეთებულ გზავნილში აღნიშნა, რომ უმკაცრესად გმობს მომხდარ ტერორისტულ აქტს.



მსგავსი ინფორმაციები