სეპარატისტულ ტერ ორგანიზაციებს ევროპარლამენტში შესვლა აეკრძალათ

სეპარატისტულ ტერ ორგანიზაციებს ევროპარლამენტში შესვლა აეკრძალათ

853600
სეპარატისტულ ტერ ორგანიზაციებს ევროპარლამენტში შესვლა აეკრძალათ

ევროკავშირმა სეპარატისტული ტერ ორგანიზაციებიდან  PKK-ს  და   DHKP-C-ს წევრებს ევროპარლამენტში შესვლა აუკრძალა. ევროპარლამენტის წევრებისთვის  გაგზავნილი წერილობითი განკარგულების მიხედვით, პრეზიდენტმა, ანტონიო ტაიანიმ გაცემულ განკარგულებაში აღნიშნა, რომ ტერ ორგანიზაციების სიებში მყოფი პირების ევროპარლამენტზე ყოველგვარი წვდომის  აკრძალვა ერთ ხმად იქნა დამტკიცებული.  ამ გადაწყვეტილების მიხედვით ევროპარლამენტის წევრებმა და პოლიტიკურმა დაჯგუფებებმა ევროკავშირის საბჭოს სიაში მყოფი დაწესებულებების და პირების წარმომადგენლებს ევროპარლამენტის ბინაში შეღწევის გართულებაც მოითხოვეს.  გარდა ამისა აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, ევროკავშირის საზღვრებში აღნიშნულ პირებს ან დაწესებულებებს ყოველგვარი პროპაგანდაც აეკრძალა. სეპარატისტულ ტერ ორგანიზაცია PKK-ს ევროპის წარმომადგენლების მიერ იქ გამართული ღონისძიებები ხშირად ხდებოდა თურქეთის კრიტიკის საგანი.



მსგავსი ინფორმაციები