ჰარირი სამშობლოში დაბრუნდა

ჰარირის ბეირუთის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების სამსახურები დახვდნენ

852290
ჰარირი სამშობლოში დაბრუნდა

საუდის არაბეთის დედაქალაქ, რიადში 4 ნოემბერს გადადგომის შესახებ გაკეთებული  განცხადების შემდეგ ლიბანის პრემიერი,  საად ჰარირი სამშობლოში დაბრუნდა. ჰარირის ბეირუთის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების სამსახურები დახვდნენ. ჰარირი სანამ ლიბანში დაბრუნდებოდა, ეგვიპტეში გამართა შეხვედრები შემდეგ,   ჩრდილოეთ კვიპროსის ბერძნულ მხარეში ჩავიდა და აქედანაც სამშობლოში დაბრუნდა.  ჰარირიმ 4 ნოემბერს გადადგომის შესახებ რიადში გაკეთებული  განცხადების შემდეგ, საუდის არაბეთის მეფე, სალმან იბნ აბდულაზიზ შეხვდა, შემდეგ, გაერთიანებული არაბულ ემირატებში და საფრანგეთშიც გამართა შეხვედრები. საად ჰარირიმ ჩამოყალიბებული მთავრობის შესახებ ნდობის მანდატის მიღებიდან ერთი წლის შესრულებამდე 4 ნოემბერს საუდის არაბეთის დედაქალაქ, რიადში გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. მიზეზად კი ჰეზბოლასგან არსებული საფრთხე და ირანის რეგიონის არასტაბილურობისთვის გადადგმული ნაბიჯები დაასახელა. ლიბანის პრეზიდენტმა, მიშელ აუნიმ  ჰარირის გადადგომის შესახებ ადრე გაკეთებულ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა: „ჰარირის ამჟამინდელ მდგომარეობით შეშფოთებული ვართ. იგი ვალდებულია სამშობლოში დაბრუნდეს და გადადგომის მიზეზები დაასახელოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გადადგომის შესახებ განცხადება მიუღებელია.“



მსგავსი ინფორმაციები