ნიგერიაში თვითმკვლელურ ტერაქტს 50 კაცი ემსხვერპლა

ტერაქტი დილის ნამაზის შემდეგ მოხდა

851922
ნიგერიაში თვითმკვლელურ ტერაქტს 50 კაცი ემსხვერპლა

 

ნიგერიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურის ცნობით, ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ადამავას პროვინციის ერთ ერთ მეჩეთზე დღეს დილის საათებში, კონკრეტულად კი დილის ნამაზის კვალდაკვალ განხორციელებული თვითმკვლელური ტერაქტის შედეგად სულ ცოტა 50 კაცი დაიღუპა, ათობით კი დაიჭრა, რომლებთაგან ზოგიერთების მდგომარეობა მძიმეა და ამიტომ დაღუპულთა რაოდენობაში ზრდას ელიან.

მოწმეთა ჩვენებით, ტერაქტი 17 წლის ახალგაზრდამ დილის ნამაზის დასრულების შემდეგ განახორციელა.

ამ თავდასხმაზე ჯერ ჯერობით არავინ აიღო პასუხისმგებლობა



მსგავსი ინფორმაციები