ტრამპის გუნდის საიდუმლო კავშირი რუსეთთან ვერ მტკიცდება

ამის შესახებ კონგრესის წევრებს აცნობეს

851165
ტრამპის გუნდის საიდუმლო კავშირი რუსეთთან ვერ მტკიცდება

აშშ-ს იუსტიციის სამინისტროსა და გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ოფიციალურმა პირებმა ვერ დაადასტურეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდის რუსეთთან საიდუმლო ურთიერთობების და კავშირების  იდეა, რის შესახებაც მათ აცნობეს კონგრესის ზოგიერთ წევრებს. ტრამპის საქმე FBI-ს ხელში ჩაუვარდა ჯერ კიდევ 2016 წლის ივლისში და კონგრესის ქვედა ფრთის, წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტმა იუსტიციის დეპარტამენტსა და FBI-ს მიმდინარე წლის აგვისტოში ამ საკითხში ანგარიშის წარდგენა მოსთხოვა, თუმცა, ასეთი ანგარიში არ წარდგენილა და მხოლოდ კონგრესის წევრებთან პირისპირი შეხვედრის დროს სამინისტროს წარმომადგენლებმა და ფედერალებმა აღნიშნეს, რომ არსებულ იდეას ვერ ადასტურებენ



მსგავსი ინფორმაციები