გერმანიაში კოალიციური მთავრობისათვის წარმოებული მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა

ლიბერალ დემოკრატიული პარტიის მოლაპარაკებებიდან გასვლით გზა ჩაეკეტა კოალიციურ მთავრობას

850794
გერმანიაში კოალიციური მთავრობისათვის წარმოებული მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა

გერმანიაში კოალიციური მთავრობისათვის წარმოებული მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა.

ლიბერალ დემოკრატიული პარტიის მოლაპარაკებებიდან გასვლით გზა ჩაეკეტა კოალიციურ მთავრობას.

ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც მოლაპარაკებებზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული „მიგრანტებია“.  

გერმანიის კანცლერმა და ქრისტიან დემოკრატიული ერთობის პარტიის (CDU) გენერალურმა მდივანმა მერკელმა განაცხადა, რომ დემოკრატიულ პარტიასთან (FDP) და მწვანეებთან კოალიციის შექმნის მოლაპარაკებებზე ყველაფერი სცადეს და სჯეროდათ, რომ იმ გზაზე იდგნენ, სადაც შეთანხმებას მიაღწევდნენ.

FDP-ს მიერ მოლაპარაკებების მაგიდის დატოვების შემდეგ ქრისტიანულ სოციალური ერთობის პარტიის (CSU) გენერალურ მდივან ჰორსტ ზეჰოფერთან ერთად მერკელმა განცხადება გააკეთა და დასძინა, რომ აღნიშნულ პარტიებთან 4 კვირის მანძილზე ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. მისი თქმით, მოლაპარაკებებზე მთავარი თემა მიგრანტები იყო, ამ საკითხზე CDU/CSU და FDP-ს შორის დიდი აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს და მწვანეებთანაც შეთანხმება შესაძლებელი იქნება.

„ხვალ პრეზიდენტს დავუკავშირდები და ვითარების შესახებ ინფორმაციას მივაწვდი. ამის შემდეგ ვნახავთ როგორ განვითარდება მოვლენები. CDU და CSU-სთან ერთად ქვეყნისათვის რთულ საათებში პასუხისმგებლობას ვიღებთ და პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ“-განაცადა გერმანიის კანცლერმა.



მსგავსი ინფორმაციები